Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის ფარგლებში „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”

ცხადდება კონკურსი

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის    N 382/02-01 21.11.2025 ბრძანება)  

  

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2024 - 2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა (იხ.სტუდენტთა დაფინანსების წესი)

შერჩევის პროცესში მონაწილეობის  მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  

განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (იხ. განცხადების ფორმა );

პირადობის მოწმობის ასლი;

საბანკო ანგარიშის ნომრის  ამონაწერი  „საქართველოს ბანკიდან“; 

2024 - 2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2025 წლის 5 მარტიდან 2025 წლის 17აგვისტოს ჩათვლით)    სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა, მათ შორის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის).

2024 - 2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2025 წლის 5 მარტიდან 2025 წლის 17აგვისტოს ჩათვლით)    სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები  (მხოლოდ თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები, დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ, ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ფაკულტეტის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის თავფურცელი)

დოკუმენტაცია , რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტი მიმდინარე სემესტრში განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

შენიშვნა: შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელს დაამზადებს თავად საფაკულტეტო კომისია.

საბუთები მიიღება:  24, 25, 26, 27 ნოემბერს 17საათამდე  VI კორპუსი, # 201, 10:00 -17:00 სთ

პირველადი  შედეგები გამოქვეყნდება: არაუგვიანეს 1 დეკემბერს

საბოლოო შედეგები გამოცხადება:  არაუგვიანეს  2 დეკემბერს

გისურვებთ  წარმატებებს

თარიღი: 24/11/2025